რეგიონები

კახეთი
  კახეთი  ისტორიული რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში, ცნობილია უამრავი ტრადიციით,უძველესი ისტორიითა და  კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ადამიანთა ყურადღებას.   კახეთში არის გამორჩეულად ცნობილი კულტურულ-რელიგიური ადგილები, რომელთაც აქვთ თავიანთი სახელობითი დღესასწაულები: ბოდბე,უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი, შუამთა, თელავი, წინანდალი,იყალთო, გრემი, ნეკრესი...   კახეთში განვითრებულია მეღვინეობა, რაც თავის მხრივ კარგია ღვინის ტურების მოსაწყობად. ღვინის ტურების დროს სტუმრებს მიეცემათ საშუალება დააგემონონ ღვინო და გაეცნონ მის წარმოების პროცესს. აგრეთვე ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, რომლებთც აქვთ ძველი ტრადიციით აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ამ ყველაფერთან ერთად  აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში.
      სრულად
იმერეთი
იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, მისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი ზემო და ქვემო იმერეთად იყოფა. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით.  ნალრძლები: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესია ევროპაში. მისი ტერიტორია 76000 ჰექტარს აღემატება, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1 %-ს შეადგენს. ნაკრძალი აჭარა-იმერეთის ქედის აღმოსავლეთის მონაკვეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზეა გადაშლილი. ეროვნულ ნაკრძალში კოლხეთის, კავკასიის, წინა აზიისა და მცირე აზიისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა ერთად არის წარმოდგენილი. სწორედ ბიომრავალფეროვნება განსაზღვრავს ეროვნული პარკის უნიკალურობას. სათაფლიას ნაკრძალი: სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის მთაზე მდება
      სრულად
რაჭა
 რაჭა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭაში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლემდე ნოტიო ჰავაა.  აქ ვაზის 60-მდე ადგილობრივი ჯიში გამოუყვანიათ. ყველაზე განთქმული ხვანჭკარის ღვინოა, რომლის ყურძენიც მხოლოდ სოფელ ხვანჭკარის ნაყოფიერ მიწებზე იზრდება. მხოლოდ ხვანჭკარაში დაწურულ ღვინოს აქვს ხვანჭკარისათვის დამახასიათებელი არომატი და გემო.  კურორტები: უწერა: ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მთის ჰავის გარდა, მნიშვნელოვანია სამკურნალო-მინერალური წყალი “უწერა”. სწორედ მინერალურ წყლის მეშვეობით გახდა უწერა ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტი. სოფელში შემოინახა ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც “სიონად” მოიხსენება, წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია და სოფლის მახლობლად მდებარე ციხისა და სამი ეკლესიის ნანგრევები. უწერას განსაკუთრებულ ხიბლს მატებს არაჩვეულებრივი პეიზაჟები და მარადმწვანე ტყეები.
      სრულად
სამეგრელო
სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მდებარეობს მდინარე რიონის, ენგურის, ცხენისწყლის ხეობებსა და შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის ქედის მთისწინა და ნაწილობრივ მთის ზოლში. მოიცავს როგორც დაბლობს, უმეტესად ჭაობიან ნიადაგებს, ისე ბორცვ-გორაკებსა და ხეობებს. სამეგრელოში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი. იგი მოიცავს კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს, ზღვის აკვატორიასა . ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი ტბაა. მათ შორის აღსანიშნავია პალიასტომის ტბა, რომელიც წარსულში შავი ზღვის ყურე ყოფილა. კოლხეთის დაბლობის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარია. მის უნიკალურობას განაპირობებს ენდემური სახეობების სიუხვე. კურორტები: მენჯი: მენჯი ბალნეოლოგიური კურორტია სენაკის რაიონში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. ჰავა სუბტროპიკუია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი  ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის
      სრულად
მცხეთა-მთიანეთი
მცხეთა-მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა. აქ ერთმანეთის გვერდი-გვერდაა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთები 3500 და 5000 მ-ის მწვერვალებითა და უღელტეხილებით, ულამაზესი ხეობები, იქ ჩაკარგული ტბები და ალპური ველ-მინდვრები. საოცრად ლამაზია ხევისა და ხევსურეთის კავკასიონი.     მცხეთა  საქართველოს უძველესი დედაქალაქი, ამჟამად მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრია. ეს ულამაზესი, ისტორიული ძეგლებით გაჯერებული, პატარა დასახლება  შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში, როგორც ქალაქი-მუზეუმი. ცხადია, რომ მცხეთა, როგორც კულტურული ტურიზმის ცენტრი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია. კურორტი: გუდაური ცნობილი სამთო-სათხილამურო ცენტრი გუდაური მდებარეობს კავკასიონის მთავარ ქედზე, საქართველოს სამხედრო გზაზე, ჯვრის უღელტეხილის მახლობლად, თბილისიდან 120 კმ. დაშორებით.მცირეთოვლობის დროსაც კი გუდაურში გარანტირებულია თოვლის მდგრადი საფარი ნოემბრიდან მაისამდე. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზღვ
      სრულად
სვანეთი
სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.   სვანური კოშკი 20-25 მეტრი სიმაღლის ორფერდასახუროვანი ნაგებობაა. კოშკებს რიყის ქვითა და ლოდებით აშენებდნენ და გარედან განსაკუთრებული სიმტკიცის ბათქაშით ლესავდნენ. სვანური კოშკები უმეტესად ხუთსართულიანია ქვედა სართულის კედლები 1.50 მეტრი სისქისაა, ზედა სართულებისა 70-80 სანტიმეტრი. შენობაში შესვალა მეორე სართულიდან შეიძლება ხის მისადგმელი კიბით.კოშკის ბოლო სართულზე საბრძოლო ბაქანი და სათოფურებია. სართულები ერთმანეთს უკავშირდება შიდა ხის კიბეებით. კოშკები გადახურულია ორფერდა სახურავებით და ყველა მათგანს რამდენიმე ვიწრო ფანჯარა აქვს გამოჭრილი. კოშკებს აგებდნენ რიყის ქვითა და ლოდებით, ზოგჯერ კი ფიქალს
      სრულად
თბილისი
თბილისი საქართველოს დედაქალაქი, ადრე ერქვა ტიფლისი რომელიც აბანოთ-უბანში თბილ წყლებს უკავშირდება. თბილისი დაარსდა ჩ.წ მეოთხე საუკუნეში, რომელიც უკავშირდება შემდეგ ლეგენდას.  ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტან გორგასალს ) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ — „თბილი“ (ძვ. ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის  აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი — აბანოთუბანია.
      სრულად
აჭარა
აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში. აჭარაში მდებარეობს შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა. აჭარაში მდებარეობს ბათუმის, კვარიათის, სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია. მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.  
      სრულად