კახეთი

  კახეთი  ისტორიული რეგიონია აღმოსავლეთ საქართველოში, ცნობილია უამრავი ტრადიციით,უძველესი ისტორიითა და  კულტურულ ძეგლთა სიმრავლით. არაერთი ეკლესია - მონასტერი თუ ციხესიმაგრე იპყრობს ადამიანთა ყურადღებას.

  კახეთში არის გამორჩეულად ცნობილი კულტურულ-რელიგიური ადგილები, რომელთაც აქვთ თავიანთი სახელობითი დღესასწაულები: ბოდბე,უჯარმა, სიღნაღი, ალავერდი, შუამთა, თელავი, წინანდალი,იყალთო, გრემი, ნეკრესი...

  კახეთში განვითრებულია მეღვინეობა, რაც თავის მხრივ კარგია ღვინის ტურების მოსაწყობად. ღვინის ტურების დროს სტუმრებს მიეცემათ საშუალება დააგემონონ ღვინო და გაეცნონ მის წარმოების პროცესს. აგრეთვე ღვინის დაგემოვნება შესაძლებელია ტრადიციულ ქართულ ოჯახებშიც, რომლებთც აქვთ ძველი ტრადიციით აგებულ მარნებში კახური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო. ამ ყველაფერთან ერთად  აცნობენ ქართულ ტრადიციებს სპეციალურად მოწყობილ ეთნოგრაფიულ კუთხეებში.