სამეგრელო

სამეგრელო დასავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე მდებარეობს მდინარე რიონის, ენგურის, ცხენისწყლის ხეობებსა და შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთის დაბლობზე, კავკასიონის ქედის მთისწინა და ნაწილობრივ მთის ზოლში. მოიცავს როგორც დაბლობს, უმეტესად ჭაობიან ნიადაგებს, ისე ბორცვ-გორაკებსა და ხეობებს. სამეგრელოში მდებარეობს კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი. იგი მოიცავს კოლხეთის ჭარბტენიან ტერიტორიებს, ზღვის აკვატორიასა . ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი ტბაა. მათ შორის აღსანიშნავია პალიასტომის ტბა, რომელიც წარსულში შავი ზღვის ყურე ყოფილა. კოლხეთის დაბლობის მცენარეული საფარი ძალიან მდიდარია. მის უნიკალურობას განაპირობებს ენდემური სახეობების სიუხვე.

კურორტები:

  • მენჯი: მენჯი ბალნეოლოგიური კურორტია სენაკის რაიონში, მდინარე ცივის ხეობაში, ზღვის დონიდან 29 მ. ჰავა სუბტროპიკუია, რბილი, იცის რბილი უთოვლო ზამთარი  ძლიერ თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია გოგირდწყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმიანი მინერალური წყალი, რომელსაც იყენებენ აბაზანებისთვის სახსრების, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. მენჯში არის სანატორიუმი, სანატორიუმის ტიპის რკინიგზის საავადმყოფო, საკურორტო პოლიკლინიკა. სეზონი - მთელი წელი.
  • ლებარდე: ლებარდე მთის ლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია ეგრისის ქედზე, მარტვილის რაიონში, ზღვის დონიდან 1600 მ. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურე-4,1 C) და ზომიერად გრილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურე 16 C). ნალექები 1500 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია საშუალო მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერალური წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. სეზონი - ივნისი-ოქტომბერი.
  • მუხური-ლუგელა: ლუგელას მინეალური წყალი გამოდის სამეგრელოს ქედის ქვემო წელში, ზღვის დონიდან 560 მეტრზე, მდინარე ხობისწყლის ხეობაში. ჭყალი გამჭვირვალეა, უნალექო და უგაზო, არ იყინება 25 გრადუსზეც. ლუგელას წყლის საბადოს ტერიტორიიდან 3 კმ-ით დაშორებულია ცნობილი კურორტი მუხური, რომელსაც შუაზე ჩამოუვლის მდინარე ხობისწყალი. ლუგელას წყალს სამკურნალოდ იყენებენ სისხლისდენისას, რაქიტის, პარათიედოური ჯირკვლების უკმაისობისას, ორგანიზმიდან კალციუმის დაკარგვისას, ანტიალერგიულია, კანის პარენქიმული ჰეპატიტის, ნეფრიტის, სტომატისის, კონიუქტივიტის დროს, ასევე გამოიყენება კოსმეტოლოგიაში.