აჭარა

აჭარა — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მდებარე მდინარე აჭარისწყლის ხეობაში. აჭარაში მდებარეობს შავი ზღვის მარგალიტად წოდებული ქალაქი ბათუმი, რომელიც ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ევროპელი არქიტექტორების მიერ იქნა გაშენებული და დღესაც უმრავი არქიტექტურული სიახლის სიმბოლოა. აჭარაში მდებარეობს ბათუმის, კვარიათის, სარფის, გონიოს, ციხისძირის, მწვანე კონცხის და ქობულეთის ულამაზესი პლაჟები, რომლებიც ზაფხულობით უამრავ ტურისტს მასპინძლობს და დაუვიწყარ დასვენებას ჰპირდება. აჭარის ბუნება მეტად მრავალფეროვანია. მასში მთისა და ზღვის წარმტაცი პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალებისა და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს და ერთნაირად იზიდავს ქართველ თუ უცხოელ დამსვენებლებს.