იმერეთი

იმერეთი დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეამისი მთავარი ქალაქია ქუთაისი. იმერეთი ზემო და ქვემო იმერეთად იყოფა. ჩრდილოეთიდან შემოსაზღვრულია ლიხის ქედით, დასავლეთით მას მდინარე ცხენისწყალი ესაზღვრება, მისგან ჩრდილოეთით კავკასიონის ქედი, ხოლო სამხრეთით ფერსათის ანუ მესხეთის მთები მდებარეობს. იმერეთის დაბლობის ლანდშაფტები კოლხური მცენარეულობითაა დაფარული. იმერეთის ტყეები მდიდარია ცხოველებითა და ფრინველებით.

 ნალრძლები:

  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი უდიდესია ევროპაში. მისი ტერიტორია 76000 ჰექტარს აღემატება, რაც საქართველოს ფართობის თითქმის 1 %-ს შეადგენს. ნაკრძალი აჭარა-იმერეთის ქედის აღმოსავლეთის მონაკვეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზეა გადაშლილი. ეროვნულ ნაკრძალში კოლხეთის, კავკასიის, წინა აზიისა და მცირე აზიისთვის დამახასიათებელი მცენარეულობა ერთად არის წარმოდგენილი. სწორედ ბიომრავალფეროვნება განსაზღვრავს ეროვნული პარკის უნიკალურობას.
  • სათაფლიას ნაკრძალი: სათაფლიის ნაკრძალი ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის მთაზე მდებარეობს. ნაკრძალში იშვიათი გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, სპელეოლოგიური, ზოოლოგიური და ბოტანიკური ნიმუში არსებობს. მისი საერთო ფართობი 354 ჰექტარია, და თითქმის მთლიანად კოლხური ტიპის ტყეებითაა დაფარული. ნაკრძალის ტერიტორიაზე მრავალი კარსტული მღვიმეა. ყველაზე საინტერესოა სამგურალის სერზე მდებარე “სათაფლიის მღვიმე.”  მღვიმე მდიდარია სტალაქტიდებით, სტალაგმიტებითა და ფარდებით. აქვე აღმოჩენილია დინოზავრის 200-მდე ნაკვალევი.
  • აჯამეთის ნაკრძალი: აჯამეთის ნაკრძალი საინტერესოა თავისი მრავალფეროვანი მცენარეებით, გარეული ფრინველებითა და ცხოველებით. ისტორიულ წყაროებში აჯამეთი პირველად მოიხსენიება საქართველოს მეფის დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის მიერ, მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში, როგორც სანადირო ადგილი.